მიხეილ ბატიაშვილი: ხშირად ისმება კითხვა – რითი განსხვავდება ეს რეფორმა წინა რეფორმებისგან – ამჯერად რეფორმა არის კომპლექსური

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე და მის მნიშვნელობაზე დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
მინისტრმა განათლების სისტემის კომპლექსურ რეფორმაზე ისაუბრა, რომელიც განათლების სისტემის კომპლექსურ ცვლილებებს გულისხმობს და მოიცავს როგორც სკოლამდელ, ასევე, ზოგად, პროფესიულ, უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას.
განათლების რეფორმის ფარგლებში 2021-2023 წლებისთვის სასკოლო მზაობის პროგრამა საქართველოს ყველა აღსაზრდელისთვის იქნება​ უზრუნველყოფილი.
გარდა ამისა, დაინერგება ახალი სასწავლო პროგრამები და რესურსები, რომლებიც ინკლუზიური და სამოქალაქო განათლების პრინციპებს დაეფუძნება. შემუშავდება და დამტკიცდება მასწავლებელთა სერტიფიცირების ახალი მოდელი და სახელფასო პოლიტიკა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები