დღეს პარლამენტში მიხეილ ბატიაშვილს მოუსმენენ

დღეს, საკანონმდებლო ორგანოში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს მოუსმენენ.
პარლამენტში მინისტრის მოსმენა დაგეგმილია როგორც პლენარული სხდომის ფორმატში, ასევე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში.
ბატიაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეგლამენტის იმ მუხლის საფუძველზე მიდის, როცა მინისტრი მოსმენის ინიციატივით პარლამენტს თავად მიმართავს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი პარლამენტის ტრიბუნიდან გაწეული მუშაობის ანგარიშის წარდგენასა და დაგეგმილ რეფორმებზე აპირებს საუბარს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.
მიხეილ ბატიაშვილის მოსმენა ზუგდიდის მეექვსე სკოლის შემთხვევასთან დაკავშირებით იგეგმება. აღნიშნულ საკითხზე კომიტეტში ბატიაშვილი ფრაქცია “ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები