საგარეო უწყება: სტამბოლში საკონსულოში, შენობის ჩამონგრევისას საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ შეტყობინება არ დაფიქსირებულა

სტამბოლში საქართველოს საკონსულო არ ფლობს ინფორმაციას დაშავდნენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები, თურქეთში, მალტეპეს რაიონში ექვსსართულიანი შენობის ჩამონგრევის დროს, – ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
„ამ დროისათვის სტამბოლში საქართველოს საკონსულოში, საქართველოს მოქალაქეების შესახებ შეტყობინება არ დაფიქსირებულა“ – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის ქალაქ სტამბოლში, მალტეპეს რაიონში ექვსსართულიანი შენობა ჩამოინგრა, დაწყებულია სამაშველო ოპერაციები. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი “NTV” ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 4 – კი დაშავდა. არ არის გამორიცხული, რომ მსხვერპლთა ან დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდოს.
სტამბოლში საქართველოს საკონსულო შენობის ჩამონგრევისას საქართველოს მოქალაქეებზე ინფორმაციას არ ფლობს

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები