ზაზა ხუციშვილი: როტაციის პრინციპი მუშაობს, არ არის პარლამენტივით, რომ ყველას ერთად ვირჩევთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა ხუციშვილმა „ტვ პირველის” ეთერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შერჩევის პროცესზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, როტაციის პრინციპი მუშაობს, არ არის პარლამენტივით, რომ ყველას ერთად ირჩევდნენ.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭო ირჩევა 15 წევრის შემადგენლობით, აქედან რვას ირჩევენ თავად მოსამართლეები, მოსამართლეთა კორპუსის თვითმმართველი ორგანო, ხუთს ირჩევს პარლამენტი, ერთს ნიშნავს პრეზიდენტი და ერთი ავტომატურად ხდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ვფიქრობ, ეს არის ძალიან დემოკრატიული პროცესი. რაც შეეხება წევრებს, ისინი აირჩევიან 4 წლით და ორჯერ არ შეუძლიათ ამ თანამდებობის დაკავება. ეს ნიშნავს იმას, რომ როტაციის პრინციპი მუშაობს, არ არის პარლამენტივით, რომ ყველას ერთად ვირჩევთ. ზოგ წევრს ვადა 6 თვის მერე გაუვა, ზოგს – 1 წლის შემდგომ, ანუ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში მათი ჩანაცვლება მოხდება”, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები