ზაზა ხუციშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ სასამართლო სისტემის დახვეწას და უფრო მეტ დემოკრატიზაციას

სასამართლოს მოსამართლეთა თითოეულ კანდიდატს დავუსვამთ ყველა კითხვას, თუკი რამე გაჟღერებულა საზოგადოების მხრიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა ხუციშვილმა “tv პირველთან” საუბარში განაცხადა.
ზაზა ხუციშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე ისაუბრა.
„მთავარი შეთანხმება, რაც ამ შეხვედრების და კონსულტაციების შემდეგ გამოიკვეთა არის შემდეგი. პირველი არის ის, რომ ჩვენ ვაგრძელებთ სასამართლო სისტემის დახვეწას, უფრო მეტ დემოკრატიზაციას და უფრო მაღალ ხარისხში აყვანას მისი დამოუკიდებლობით და მეორეს მხრივ, ჩვენ, თუკი ეს ეხება პიროვნებებს, კონკრეტულ ადამიანებს, ამ შემთხვევაში გვაქვს პირობა დადებული ქართულ საზოგადოებასთან, რომ როცა წარმოდგენილი იქნება სია, მაშინ თითოეული დეპუტატი, მას შემდეგ რაც კანდიდატები თავად გაივლიან საკომიტეტო მოსმენებს, სადაც იქნება მათთან ინტერვიუ. ამ პროცესს შეუძლიათ დაესწრონ არასამთავრობო ორგანიზაციები, კონკრეტული კანდიდატის მიმართ თუკი არის რაიმე შეკითხვები, როგორც დეპუტატების მხრიდან, ასევე, საზოგადოების მხრიდან, ეს იქნება გაჟღერებული. ჩვენ დავდეთ პირობა, რომ აქ არ ავჩქარდებით, რამდენი დროც იქნება საჭირო თითოეული კანდიდატის გამოკითხვის და მასზე წარმოდგენის შექმნისთვის, იმდენ დროს დავუთმობთ და ძალიან გამჭვირვალედ მივიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენი სინდისის, ჩვენი შინაგანი რწმენის, მიღებული ინფორმაციის და არა სხვა გარეშე ფაქტორებზე დაყრდნობით.რაც შეეხება ინსტიტუციურ მშენებლობას, აქ ხშირად უზენაესი სასამართლო და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოწყობა და პრინციპი ჩვენს ამომრჩეველს ზუსტად არ აქვს წარმოდგენილი”, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები