ეკა ბესელია: პარტიაში დარჩენის გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღე დამჭირდება

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ პარტიაში დარჩენა არ დარჩენის გადაწყვეტილების მიღება მისთვის ემოციური პროცესია.
როგორც მან „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ამისთვის მას რამდენიმე დღე დასჭირდება. „იქიდან გამომდინარე, რომ არ მინდა, რაიმე ჩვენი ნაბიჯით ხელი შევუწყო სააკაშვილის, მისი ძალადობრივი სისტემის რეანიმირებას და მის მობრუნებას 2020 წელს, ასევე არ მინდა, იმ ძალადობრივ სისტემას მივცეთ რაიმე შანსი, მოტრიალდეს და ისევ აიღოს ხელში ძალაუფლება. ამიტომ, მგონია, რომ უნდა დავინახოთ, როგორი უნდა იყოს ჩვენი შემდეგი ნაბიჯები. მე პირადად ავიღებდი რამდენიმე დღეს მაინც, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო. ჩვენ ერთად შევძლებთ ამ ფასეულობების ირგვლივ გაერთიანებას და ერთად გაგრძელებას. „ქართულ ოცნებას“ ვგულისხმობ, იმ პარტიას, რომლის დამფუძნებელი ვარ, რომელიც შვიდი წელია ჩემს ხელში ფორმირდება. ეს ჩემთვის ძალიან ემოციური პროცესია, მაგრამ არის გადაწყვეტილების ეტაპი და ალბათ, რამდენიმე დღეს ავიღებთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები