ეკა ბესელია: ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებებისა, დავსვათ წერტილი

„ბიძინა ივანიშვილმა, როგორც პარტიის თავმჯდომარემ, დღეს თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი განსხვავებული მოსაზრება ისმის ამ დღეების განმავლობაში, დავსვათ აქ წერტილი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ეკა ბესელიას განმარტებით, არის ისეთი საკითხები, რომლებიც მხოლოდ პარტიის შიგნით კი არა, არამედ გარეთ ხალხთან უნდა ისაუბრო. „ბიძინა ივანიშვილმა, როგორც პარტიის თავმჯდომარემ, დღეს თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი განსხვავებული მოსაზრება ისმის ამ დღეების განმავლობაში, დავსვათ აქ წერტილი. მან თქვა, რომ ნუ შევალთ დეტალების განხილვაში – ვინ მართალია, ვინ – არა, ვინ დაიწყო, ვინ არ დაიწყო და მოდით, დავასრულოთ ეს საჯარო დისკუსია, კონფლიქტიც და შიგნით ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, კარგია, რომ შიგნით ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, სწორია, რომ შიგნით ვისაუბროთ, მაგრამ არის საკითხები, რაზეც გარეთ უნდა ესაუბრო ხალხს. ეს არის ღირებულებათა და ფასეულობათა კონფლიქტი, მე ასე ვხედავ,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები