ელექტრონული სიგარეტის აფეთქების შედეგად ამერიკაში მამაკაცი დაიღუპა

ამერიკის ქალაქ ფორტ-უერტის მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი ელექტრონული სიგარეტის აფეთქების შედეგად დაიღუპა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას გაზეთი “Fort Worth Star-Telegram” ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, 24 წლის ამერიკელმა ახალი ელექტრონული სიგარეტი იყიდა.
როგორც გარდაცვლილის ბებია ამბობს, ის მანქანაში იჯდა, როდესაც მამაკაცმა ელექტრონული სიგარეტის პირველად ჩართვა მოინდომა. ამის შემდეგ ის აფეთქდა.
ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ექიმების თქმით, სიკვდილის მიზეზი გამჭოლი ჭრილობა გახდა, რომელიც აფეთქების დროს მიიღო. გარდა ამისა, ექიმების მტკიცებით, ჯერ კიდევ მანქანაში ყოფნისას მან ინსულტი გადაიტანა, რამაც ტვინში სისხლის გაჟონვა გამოიწვია.

თარგმნა ანა პაპიძემ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები