გიორგი კახიანი: გადავდივართ საპარლამენტო რესპუბლიკის საფუძვლებზე

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის თქმით, ამოქმედდება საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელოვანი მექანიზმები. რაც მისივე თქმით, იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის საფუძვლებზე გადავდივართ.
მისივე თქმით, მიმდინარე კვირას ახალი პროცედურა – მინისტრის საათიც ამოქმედდება.
„მიმდინარე წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება ის, რომ სწორი პრაქტიკა დავამკვიდროთ. პირველი შემთხვევა იქნება, როცა პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის წინაშე წარდგება და საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაზე ისაუბრებს. სიმბოლურია, რომ ამ პროცესს პრემიერი, მინისტრები და ქალაქის მერი დაესწრებიან. საგაზაფხულო სესიაზე წინ პრემიერის მოხსენება გველის. მიმდინარე კვირას ახალი პროცედურა მინისტრის საათი ამოქმედდება და ამ ფორმატში ორი მინისტრი წარდგება.
​საკმაოდ გადატვირთული და საინტერესო სესიები გველის. საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელოვანი მექანიზმების განხორციელება, გადავდივართ საპარლამენტო რესპუბლიკის საფუძვლებზე“, – განაცხადა დღევანდელი სხდომის დაწყებამდე გიორგი კახიანმა.
ცნობისათვის, საქართველოს პარლამენტი დღეს საგაზაფხულო სესიას გახსნის და თბილისში საქმიანობას სრულად დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები