ირაკლი შიხიაშვილი: ჩვენ გვაქვს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის რეალური, აპრობირებული სამოქმედო გეგმა-პროექტი

“დღეს, ბათუმში გავმართეთ შეხვედრა “გეორგია-შენი პროექტია”-ს საინიციატივო ჯგუფთან, სადაც შევაჯამეთ განვლილი პერიოდი და ვისაუბრეთ მომავალ სამოქმედო გეგმებზე, გამომდინარე ქვეყანაში შექმნილი ურთულესი პრობლემებიდან”, – ამის შესახებ ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი , „გეორგია შენი პროექტია“-ს დამფუძნებელი ირაკლი შიხიაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.

ირაკლი შიხიაშვილი საკითხების ვრცელ ჩამონათვალს აქვეყნებს.

“დღეს, ბათუმში გავმართეთ შეხვედრა “გეორგია-შენი პროექტია”-ს საინიციატივო ჯგუფთან, სადაც შევაჯამეთ განვლილი პერიოდი და ვისაუბრეთ მომავალ სამოქმედო გეგმებზე, გამომდინარე ქვეყანაში შექმნილი ურთულესი პრობლემებიდან. კერძოდ:

1) ხელისუფლება აპირებს უცხოტომელ მიგრანტთა მასიურ შემოყვანა-დასახლებას საქართველოში, “გაეროს” რეკომენდაციით! მაშინ, როცა ქვეყანაში, ჩვენი მოქალაქეების ტოტალური სოციალური გაჭირვება და უმუშევრობაა!

2) საქართველოდან კვლავ გაედინება მოსახლეობა ემიგრაციაში, განსაკუთრებით ახალგაზრდობა! ერი დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას!

3) მთავრობას არ აქვს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის არანაირი გეგმა. იგი ყოველდღე შორდება ხალხს!

4) ანტისახელმწიფოებრივი, ეგრეთ წოდებული ოპოზიცია (” ნაცმოძრაობას” და ულტრალიბერალურ ძალებს ვგულისხმობ) იბრძვის მხოლოდ ძალაუფლების მოსაპოვებლად და არა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის უკეთესობისკენ შესაცვლელად!

5) შიდა თუ გარე მტრული ძალა მიზანმიმართულად ებრძვის მართლმადიდებელ ეკლესიას, რათა შექმნას ეკლესიის შიგნით განხეთქილების ბზარი, რაც ღრმა სულიერ დეპრესიაში, სასოწარკვეთაში ჩააგდებს ერს და საბოლოოდ, დაუკარგავს ბრძოლისუნარიანობას, თვითგადარჩენის იმუნიტეტს!

6) დაკნინებული და დაცემული გვაქვს ავტორიტეტი ქვეყნის გარეთ, განსაკუთრებით კავკასიაში!

7) ნადგურდება ოჯახის ინსტიტუტი, ტრადიცია, კულტურა! გამალებული პროპაგანდა მიდის ლიბერალებისგან ფსევდო ფასეულობების!

ამ დროს, ჩვენ გვაქვს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის რეალური, აპრობირებული სამოქმედო გეგმა-პროექტი, ისრაელის გამოცდილებით დასაბუთებული, რომელსაც შეუძლია, დაასაქმოს ჩვენი მოსახლეობა! გააერთიანოს ერთი მიზნისკენ! წელში გამართოს ხალხი და დაუბრუნოს ღირსება და პატივი! ხელგამოწვდილი მდგომარეობიდან (სოცდაუცველობიდან), დოვლათის შემქმნელად და ქვეყნის რეალურ, ნამდვილ პატრონად გადააქციოს კვლავ ერი!

ვხედავთ, ხელისუფლება აიგნორებს ამ საქმეს, თან უკეთესსაც არაფერს გვთავაზობს და ოპოზიციაც ყურს არ იბერტყავს! ამიტომ ჩვენ “გეორგიას” სახალხო მოძრაობა, უფრო მეტი აქტიურობით შევქმნით საქართველოს ყველა კუთხეში, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში “გეორგია შენი პროექტია”-ს საინიციატივო ჯგუფებს, რათა თითოეულ გულანთებულ, სამშობლოზე მოფიქრალ ადამიანამდე მივიტანოთ ამ პროექტის მნიშვნელობა, შინაარსი, რათა ყველამ გაიგოს, რომ გამოსავალი არსებობს! უახლოეს მომავალში კი თბილისში გავმართავთ მოძრაობა”გეორგიას” სადამფუძნებლო კრებას, სადაც ჩამოყალიბდება და დამტკიცდება ამ პროექტის განხორციელების კონკრეტული გეგმა!

ჩვენ არ ვიბრძვით პოლიტიკური ძალაუფლებისთვის! ჩვენ არ ვერთიანდებით პიროვნების გარშემო! ჩვენ ვიღვწით და ვერთიანდებით რეალური საქმის გარშემო, ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ოჯახების, ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის! ჩვენ ღია ვართ ყველასთვის!

ამ საქმის დაძვრას თითოეული საქართველოს მოქალაქე ვჭირდებით! ყველას მხარდაჭერა გვჭირდება! ჩვენი ერთობის გარეშე ჩვენს გასაჭირს ვერ ეშველება და არავინ სხვა ამას არ გაგვიკეთებს! ჩვენ უკან არასდროს დავიხევთ, იმიტომ, რომ ყველა ვხედავთ, უკან დასახევი აღარც გვაქვს! შემოგვიერთდით! “გეორგია” ჩვენი ყველას პროექტია! გვეიმედებით – გეიმედებოდეთ!”, -წერს ირაკლი შიხიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები