სპეცოპერაცია პოლონეთში-ბინის ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქეები დააკავეს (ფოტო)

პოლონეთში ბინის ქურდობის ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პოლონეთში ბინის დაყაჩაღება გასულ კვირას მოხდა, როგორც ცნობილია, დამნაშავეები ვარშავაში “Toyota”-ს მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. მათ მიმალვა სცადეს, თუმცა,  სამართვალდამცველებმა ისინი დევნის შედეგად დააკავეს. ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე კიდევ ორს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაცით, სპეცოპერაციის შედეგად  10 ათასი ზლოტი და ძვირფასეულობა ამოიღეს.  დაკავებულებს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები