ქურდობა იტალიაში – 28 წლის ქართველი „ჯეკ დენიელსის” მოპარვისთვის მაღაზიაშივე დააკავეს

იტალიაში, საქართველოს 38 წლის მოქალაქე დააკავეს. მას ბრალად 105 ევროს ღირებულების ვისკის, კონკრეტულად, „ჯეკ დენიელსის“ მოპარვა ედება ბრალად. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სუპერმარკეტის დაცვამ შენიშნა, რომ მამაკაცმა ვისკის რამდენიმე ბოთლი ჩუმად აიღო და ქურთუკის ქვეშ დამალა. გამოცემის ცნობით, ბრალდებული 2014 წლიდან ქვეყანაში უკანონოდ იმყოფებოდა.
დაკავებულ მამაკაცს სასჯელის მოხდა სავარაუდოდ, საქართველოში მოუწევს და მას სამშობლოში უახლოეს მომავალში დაადეპორტებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები