კრემლი გუაიდოს ვენესუელას პრეზიდენტად არ აღიარებს
კრემლი თვლის, რომ ხუან გუაიდო ვენესუელას პარლამენტის სპიკერია და ის არ აღიარებს მისი პრეზიდენტობის სტატუსს. ამის შესახებ განცხადება ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
“სახელმწიფოს მეთაური ბატონი მადუროა, რომლის ხელისუფლებაც ჩვენი პარტნიორია ვენესუელაში”, – აცხადებს პესკოვი.
თარგმნა ანა პაპიძემ