ჩაქვში ხანძარი ლიკვიდირებულია
ჩაქვში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
ცეცხლი დაახლოებით 3 ჰექტრამდე ტერიტორიაზე იყო გავრცელებული. ადგილზე 5 სახანძრო მანქანა და ათობით მაშველი მუშაობდა. იყო რთულად მისადგომი მონაკვეთები, სადაც ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდებოდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი ციტრუსის ბაღებზეც გადავიდა. მოგვიანებით სამაშველო სამსახურში განაცხადეს, რომ მეხანძრეებმა ცეცხლი მალე ჩააქრეს და ნარგავები გადარჩა.
ცეცხლი საცხოვრებელ სახლებთან, დაახლოებით 200 მეტრის დაშორებით იყო, თუმცა მოსახლეობას საფრთხე არ შექმნია.
ხანძარი ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე საღამოს გაჩნდა. იწვოდა მთის ფერდობზე ეკალ-ბარდები.