ეკა ბესელია: საინტერესოა ამ არაჯანსაღ აზროვნებას ემიჯნება თუ არა ყველა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია ფარული ჩანაწერების გავრცელების საკითხს ეხმაურება.
როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია ის საკითხი თუ, რამდენად ემიჯნება ამ პროცესებს ყველა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე გუნდის შიგნითაც იქნება საუბარი.
“პარტიაში იქნება ამ დღეებში შეხვედრა და რა თქმა უნდა ამ თემაზე ვაპირებ საუბარს. პარლამენტის თავმჯდომარე არ დამკავშირებია. ჩვენი პარტიიდან რამდენიმე ადამიანი მესაუბრა და ყველა მახსოვს ვინ, როგორ. ბევრი უცხო ადამიანიც მეხმიანება. ეს არის ჩემთვის წარმოუდგენელი, რაც ხდება ამ ორი დღის განმავლობაში.
კომენტარებს, რომ ვუყურებდი რამდენიმეში არამყარი და მინიშნებით რაღაცები დავინახე, რაღაც გვრიტიშვილის მსგავსი, მთლად ისეთის საშინელი აზროვნების არა, მაგრამ რაღაც მაგდაგვარი მენიშნა. ამიტომ პირველი რაც უნდა დავინახო ამ პროცესს და ამ გზავნილს თუ ამ არაჯანსაღ აზროვნებას ემიჯნება ყველა თუ არა. რაც შეეხება მოძალადეებს, კი სამწუხაროდ რაც დავწერე ასეა. ამის ფრაგმენტულ ანასხლეტებს ვხედავ შიგნით”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.