პეკინის ქუჩაზე მომხდარი აფეთქება, სავარაუდოდ, ქურის აალებამ გამოიწვია – დაშავებულია 1 ადამიანი

თბილისში პეკინის 30-ში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს, სავარაუდოდ, ქურა აუფეთქდა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სანამ სახანძრო სამაშველო ბრიგადები ადგილზე გამოცხადნენ, ადგილობრივებმა ცეცხლის ლიკვიდაცია საკუთარი ძალებით შეძლეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
„ერთ დაშავებულს, რომელსაც სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები არ მიუღია ადგილზე ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და ის გადაყვანილია საავადმყოფოში. მომხდარის შედეგად ან ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არის“,- განუცხადეს „კვირას“ შს სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები