“გაზმა გაგვიგუდა ანგელოზივით ბიჭი” – ვინ არის ტრაგიკულად გარდაცვლილი ერთ-ერთი ახალგაზრდა
თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე გაზის ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილი 7 ადამიანიდან, ერთ-ერთი 19 წლის ლაშა კობახიძეა.
ის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა.
“გაზმა გაგვიგუდა ანგელოზივით ბიჭი. ერთი თვის წასული იყო თბილისში. საშინელ დღეში ვართ,”- აცხადებს “პრაიმტაიმთან” მეზობელი, მანანა ნუცუბიძე.
თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე #67-ში, გაზის ინტოქსიკაციით 7 ადამიანი დაიღუპა.