ფოთში, მდინარე რიონში 16 წლის მოზარდის საძიებო სამუშაოები 2 დღეა მიმდინარეობს
ფოთში, მდინარე რიონში 16 წლის მოზარდის საძიებო სამუშაოები 2 დღეა მიმდინარეობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე შექმნილია სპეციალური შტაბი, სადაც ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად კოორდინირებულ და უწყვეტ რეჟიმში გრძელდება სამძებრო-სამაშველო ღონისძიება.
მათივე ცნობით, პროცესში ჩართულია 30-მდე მაშველი, მათ შორის მყვინთავების დამატებითი ძალები. გარდა ამისა, წყალქვეშა სამუშაოებს სპეციალური სამძებრო აპარატით შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი კატერი და ეკონომიკის სამინისტროს ჰიდროგრაფიის სამსახურის კვლევითი კატარღა აწარმოებს. დაწეულია მდინარეში წყლის დონე და წყლის ქვეშ დამონტაჟებულია სპეციალური ბადეები.
უწყებაში აცხადებენ, რომ საძიებო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება და არ შეწყდება, სანამ 16 წლის მოზარდს არ იპოვიან.