საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, ამავე საბჭოს წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საკითხს ეხმიანება და მსგავსი მეთოდების გამოყენებას სასტიკად გმობს. საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას „კვირა“ უცველად გთავაზობთ:
„სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში პირადი ცხოვრების უფლების უხეში ხელყოფის ხარჯზე წარსულშიც მომხდარა ადამიანების დევნა, შანტაჟი და იძულება. საგულისხმოა, რომ მსგავსი მეთოდებით განსაკუთრებით აქტიურ, წარმატებულ ქალებს ებრძვიან და ცდილობენ მათ განდევნას საჯარო სივრციდან. ეს ხაზს უსვამს დანაშაულის დისკრიმინაციულ ხასიათს, რომელიც ზიანს აყენებს არა მხოლოდ კონკრეტულ მსხვერპლებს, არამედ აზარალებს ჩვენს საზოგადოებას.
დღეს, როდესაც ვიბრძვით ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის – ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაზრდისთვის, ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის, თანასწორი, სრულფასოვანი პირობების შექმნისთვის და სწრაფი განვითარებისათვის, დაუშვებელია მსგავს ფაქტებზე თვალის დახუჭვა და საზოგადოებაში დაუსჯელობის სინდრომის გაჩენა.
გენდერული თანასწორობის საბჭო მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი ყურადღება გაამახვილონ დანაშაულის დისკრიმინაციულ ხასიათზე და უმოკლეს ვადებში გამოავლინონ და პასუხისგებაში მისცენ ყველა დამნაშავე პირი“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები