მეტრო “ვაჟა-ფშაველასთან” თორნიკე გოცირიძე დაჭრეს – ეჭვმიტანილი დაკავებულია

   მეტრო “ვაჟა-ფშაველას” შესასვლელთან 50 წლის თორნიკე გოცირიძე ცივი იარაღით დაჭრეს – ამის შესახებ „კვირას“ მეტროპოლიტენის პასუხისმგებელმა მორიგემ კახა მაისაშვილმა განუცხდა. მისი თქმით, ინციდენტის მიზეზი ურთიერთშელაპარაკება გახდა.
„ინციდენტი მეტროს შესავლელთან, საქართველოს ბანკის აპარატთან, დღეს დილით 11 საათზე მოხდა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, 1963 წელს დაბადებულ თორნიკე გოცირიძეს და კიდევ ერთ მოქალაქეს შორის უერთიერთშელაპარაკება მოხდა, რის შედეგადაც თორნიკე გოცირიძეს თავის არეში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა“, – განაცხადა კახა მაისაშვილმა. მისი თქმით, დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებულია. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
საქმე აღძრულია, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები