„ნოემბრის შემდეგ, როცა 100 ათასი კაცი გამოვიდა ქუჩაში, არ შეიძლება, 3 %-იანი რეიტინგი ჰქონდეს „პატრიოტთა ალიანსს“ – ლომია NDI-ის კვლევაზე

ნოემბრის შემდეგ, როცა 100 ათასი კაცი გამოვიდა ქუჩაში, არ შეიძლება, 3 %-იანი რეიტინგი ჰქონდეს „პატრიოტთა ალიანსს“, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლომია NDI-ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ამ კვლევებს არ ენდობა.
„პატრიოტთა ალიანსს“ არაერთხელ გაუკეთებია განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით, NDI-ის კვლევებს არ ვენდობით და არც არასდროს ვენდობოდით. ჩვენ უშუალოდ მათ წარმომადგენლებს ვხვდებოდით და პირდაპირ ვეკითხებოდით – როგორ შეიძლება „პატრიოტთა ალიანსს „ჰქონდეს 1 ან 1,5%, როცა 5%-იან ბარიერს ლახავს, როგორ შეიძლება ჰქონდეს 2% , როცა მეორე არჩევნებში 6 და 7 %-ს იღებს. ამაზე ლოგიკური პასუხი არ აქვთ. დღესაც ვამბობთ, რომ NDI თავად, როგორც ორგანიზაცია, შეიძლება არ ცდილობს, რომ მოატყუოს საზოგადოება, მაგრამ ის არის მხოლოდ დამკვეთი. ვისაც უკვეთავს, მას მოაქვს უკვე არასწორი ინფორმაცია. ცუდია, რომ გადამოწმების მექანიზმი არ აქვს თავად NDI-ის.
რაც შეეხება 3 %-იან რეიტინგს, როგორ შიძლება, „პატრიოტთა ალიანსს“ ჰქონდეს 3 %-იანი რეიტინგი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 2006 წელს ჩვენ 5 %-იანი ბარიერი გადავლახეთ, 2007 წელს ადგილობრივ არჩევნებზე 6 და 7 ავიღეთ. ეს თავის გაყალბებით და ყველაფრით. ჩვენი რეიტინგი მზარდი რომ არის, ნოემბრის აქციაც ამაზე მეტყველებს. ნოემბრის შემდეგ, როცა 100 ათასი კაცი გამოვიდა ქუჩაში, არ შეიძლება, 3 %-იანი რეიტინგი ჰქონდეს „პატრიოტთა ალიანსს“. მაგრამ არის გარკვეული პოლიტიკური დაკვეთა და ამ დაკვეთას ასრულებენ“, – განაცხადა ლომიამ.
ცნობისთვის, NDI-მა კვლევის პოლიტიკური ნაწილი გუშინ გამოაქვეყნა.
NDI-ის კვლევის მიხედვით, მათგან, ვინც ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, არჩევნებზე წავიდოდა, 29% ამბობს, რომ ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა. 26%-ის თქმით, არ იცის, ხმას ვის მისცემდა, ხოლო 12%-ის თქმით, ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მისცემდა“ .
13% პასუხის გაცემაზე უარს ამბობს, 9%-ის თქმით, არცერთ პარტიას არ მისცემდა ხმას.
ხვალ რომ არჩევნები იყოს, კვლევის მიხედვით, პატრიოტთა ალიანსს ხმას 3%
მისცემდა. სხვა პარტიებს 7%.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები