თბილისში პოლიციამ ავტომანქანების ქურდობისთვის არასრულწლოვანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, არასრულწლოვანი – 2001 წელს დაბადებული გ.ჭ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის იანვარში თბილისში, ნიკოლოზ ჩხეიძის ქუჩაზე, მოქალაქეების კუთვნილი 4 ავტომანქანა გაქურდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა გ.ჭ. თბილისში დააკავეს. გამოძიება არაერთგზის ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები