ამერიკაში ყინვების გამო ხუთი ადამიანი დაიღუპა
ამერიკაში, დიდთოვლობას და ყინვას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო”ТАСС” ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ილინოისის შტატში მამაკაცი თოვლის საწმენდი მანქანის ქვეშ მოყვა და დაიღუპა, ხოლო ვისკონსინის შტატში მამაკაცი საკუთარ ავტოფარეხში გაიყინა.
ცოლ-ქმარი ინდიანას შტატიდან, საგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა, კიდევ 70 წლის დეტროიტის მცხოვრები მამაკაცი იმის გამო დაიღუპა, რომ გარეთ თხლად ჩაცმული გავიდა.
თარგმნა ანა პაპიძემ