საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მიხეილ დილიმაშვილი დაინიშნა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მიხეილ დილიმაშვილი დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია „კვირას“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, დილიმაშვილი სამსახურეობრივ საქმიანობას უახლოეს პერიოდში ოფიციალურად შეუდგება.
ცნობისათვის, მიხეილ დილიმაშვილი აქამდე აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
შეგახსენებთ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თემურ კუპატაძემ თანამდებობა დატოვა. მან შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები