მეხანძრე-მაშველი რომელმაც ბერი სალოსის ქუჩაზე ხანძრისას 9 თვის ჩვილი გადაარჩინა, “მსოფლიო რბენის” კეთილი ნების ელჩად დასახელდა

მეხანძრე-მაშველი ალექსანდრე შუკვანი, რომელმაც შარშან, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრისას 9 თვის ჩვილი გადაარჩინა, 2019 წლის “მსოფლიო რბენის” კეთილი ნების ელჩად დასახელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
“ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო “მსოფლიო რბენის” კეთილი ნების ელჩი. ჯანსაღი ცხოვრების წესის გავრცელება უმნიშვნელოვანესია და განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ქველმოქმედებას ეხება. ყველას მოვუწოდებ, რომ გახდნენ წლევანდელი “World Run”-ის მონაწილეები’’, – აცხადებს ალექსანდრე შუკვანი.
“Wings for Life World Run” უნიკალური მარათონია – სპორტსმენები, მოყვარულები და ეტლით მოსარგებლე ადამიანები საქველმოქმედო გარბენში ერთად მონაწილეობენ.
ღონისძიება 5 მაისს, 15:00 საათზე ლოპოტას ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღებს სტარტს.
მეხანძრე-მაშველები გარბენში მონაწილეობას ტრადიციულად წელსაც მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები