სამშენებლო კომპანიებს „ცენტრ პოინტსა“ და “m²”-ს შორის შეთანხმება ვერ შედგა
სამშენებლო კომპანიებს „ცენტრ პოინტსა“ და “m²”-ს შორის შეთანხმება ვერ შედგა.
“ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების ინფორმაციით, მერიაში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე გაირკვა, რომ “m²”-მა არარეალური პირობები წარადგინა.
მათივე თქმით, ისინი დღეს თბილისის მერს შეხვდნენ, სადაც “m²”-მა საკუთარი წინადადება წამოაყენა.
საუბარია “ცენტრ პოინტის” მიერ 2008 წლის შემდეგ დაწყებული მშენებლობების დღგ-ს დაბრუნებაზე. ეს თანხა კი ათობით მილიონი ლარია.
კომპანიის ეს შეთავაზება სახელმწიფოსთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
დაზარალებულების ინფორმაციით, ახლა, მთავრობა კერძო ინვესტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რასაც თავად გურამ რჩეულიშვილიც ადასტურებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულებისთვის, ვალდებულებები სამშენებლო კომპანია „”m²”-ს უნდა დაეკმაყოფილებინა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 31 მარტს, კომპანია „ცენტრ პოინტის“ საქმესთან დაკავშირებით, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 4-4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურა “ცენტრ პოინტის” დამფუძნებლებს თაღლითობას და თანხების მითვისებას ედავებოდა.
გურამ რჩეულიშვილი 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 6 აპრილს გაათავისუფლეს.