რუმინეთში, გრიპის ეპიდემია გამოცხადდა, დაღუპულია 54 ადამიანი

რუმინეთში, გრიპის ეპიდემია ოფიციალურად გამოცხადდა. ამის შესახებ რუმინეთის ჯანდაცვის მინისტრმა, სორინა პინტიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში გრიპისგან 54 ადამიანი დაიღუპა.
“სპეციალისტების დაკვირვებით, ჩვენთან ვირუსის გრიპით დაინფიცირებულთა რიცხვის გაზრდა ფიქსირდება. შეგვიძლია ოფიციალურად გამოვაცხადოთ, რომ რუმინეთში გრიპის ეპიდემიაა”,- განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, პანიკას არ აყვნენ.

თარგმნა ანა პაპიძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები