მამუკა კობახიძემ მერიის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა

„ყაზტრანსაგაზ – თბილისის“ გენერალური დირექტორი, მამუკა კობახიძე მერიის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგა, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
როგორც „კვირას“ მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, კობახიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, „ყაზტრანსგაზ – თბილისის“ გენერალური დირექტორი, მამუკა კობახიძე ერთდროულად, ორ თანამდებობას იკავებდა. მათგან ერთ-ერთი მერიის სატრანსპორტო სამსახური იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები