ოთხი წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე სოციალური მუშაკები გათავისუფლდნენ, დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კი თანამდებობა დატოვა

ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე, ოთხი წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოთხი სოციალური მუშაკი სამსახურიდან გათავისუფლდა.
ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მეურვეობა-მზრუნველობის დეპარტამენტის უფროსმა კი საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა თანამდებობა.
“ოთხი ადამიანია გათავისუფლებული: ორი სოციალური მუშაკი, ორი კი უფროსი სოციალური მუშაკი. დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. მისი მორალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ეს იყო მისი გადაწყვეტილება. ის არ ყოფილა გათავისუფლებული”, – აღნიშნა თამარ ბარკალაიამ.
თბილისში, ნაძალადევის რაიონში 4 წლის გოგონა გარდაცვლილი 22 იანვარს იპოვეს. გარდაცვლილი ბავშვის დედა ლელა ქსოვრელი შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლელა ქსოვრელს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოში განაცხადებს, რომ 4 წლის გოგონა, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ იმყოფებოდა და დედა ბავშვს თვეში რამდენჯერმე ნახულობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები