ამირან გამყრელიძე: ე.წ. ღორის გრიპით დაინფიცირების შემთხვევები მცირდება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში, ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის გავრცელების კლება დაფიქსირდა.
როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვნადაა შემცირებული ჰოსპიტალიზების მაჩვენებელიც.
„კლება დაფიქსირებულია, თუმცა არა მკვეთრი, დაახლოებით ერთ დიაპაზონშია. ყოველი შემთხვევისთვის, მატების ტენდენცია არ არის. შემცირება არის როგორც ავადობის, ისე მნიშვნელოვანი კლებაა ჰოსპიტალიზების მაჩვენებლით. ასევე, სასწრაფოს გამოძახებებიც იკლებს. სერიოზული შემცირება ფიქსირდება 24-საათიან რეჟიმში მომუშავე პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში მიმართვიანობის კუთხითაც“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისათვის, ლაბორატორიულად ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების 20 შემთხვევა დადასტურდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები