ვენესუელას უზენაესმა სასამართლომ ხუან გუაიდოს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა და მისი აქტივები გაყინა

ვენესუელას უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის ლიდერს, ხუან გუაიდოს, რომელმაც თავი ქვეყნის პრეზიდენტად გამოაცხადა, ქვეყნის დატოვება აუკრძალა და საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეუზღუდა.
ამით სასამართლომ,​ გუაიდოს საქმეში, ვენესუელას პროკურატურის შუამდგომლობა, გუაიდოს ქვეყნის დატოვების აკრძალვასა და ანგარიშების გაყინვასთან დაკავშირებით, დააკმაყოფილა.
ვენესუელას გენერალური პროკურორის განცხადებით, გამოძიება ქვეყანაში 22 იანვრიდან დაწყებული ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები