“ეს იყო ყველას ნება, რომ პატრიარქთან მოსულიყვნენ და შერიგებულიყვნენ” – ილია მეორემ ძიუდოისტები დალოცა

ძიუდოისტები შერიგდნენ, პატრიარქმა დალოცა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს დაპირისპირება აღარ იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ხაბარელმა განუცხადა, რომელიც სპორტსმენებთან ერთად საპატრიარქოში იმყოფებოდა.
 
“ეს იყო ყველას ნება, რომ პატრიარქთან მოსულიყვნენ და შერიგებულიყვნენ. ყველაფერი კარგად იქნება. ეს არ არის მხოლოდ იაპონიის ინციდენტი, ამას ჰქონდა მთელი პროცესი, მთელი წელი მიმდინარეობდა დაპირისპირება სპორტსმენებს შორის, რაც ყველაზე ცუდი იყო. დღეს ყველა ერთმანეთს მოეფერა და ეს ინციდენტი ამოწურულია“, – განაცხადა შოთა ხაბარელმა.
 
შეხვედრის შესახებ ძიუდოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმაც ისაუბრა.
 
“ძიუდოს ფედერაციაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, სიტუაცია ვერ იყო დალაგებული. აქედან გამომდინარე, უწმინდესის თხოვნით და ლოცვა-კურთხევით მთელი ნაკრები, ძიუდოს ოჯახი სრული შემადგენლობით იყო მოსული, უწმინდესმა დაგვლოცა და მისი ლოცვა-კურთხევით გავერთიანდით”, – აღნიშნა ლიპარტელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები