დოდო გუგეშაშვილი: ჩემი შვილის მკვლელობის მიზეზი რომ ვიცოდე, დამნაშავეს ვიპოვიდით

თადარიგის პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის განცხადებით, მისი შვილის მკვლელობისა და მასზე თავდასხმის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაში წინსვლა არ არის.
ამის შესახებ გუგეშაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„იგივე ეტაპზეა გამოძიება, სამწუხაროდ. არანაირი წინსვლა არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ინტენსიურად მიდის გადამოწმებები პიროვნებების მიმართ, ჯერ გამოკვეთილი არაფერია. გამოძიება მიდის მრავალმხრივ, მაგრამ შედეგი არაფერი გვაქვს.
დამნაშავე არ არის გამოკვეთილი. ყველაზე მთავარი არის ის, რომ მიზეზი არ ვიცით. რომ ვიცოდე მიზეზი, მერე ვიპოვით. მიზეზი არ ვიცით, ეს რა იყო – ჭკუის სწავლება, პირადი ანგარიშსწორება, თუ რა.
არაფერია დადგენილი. ყოველდღიურ რეჟიმში მიდის მუშაობა. ჩვენ მუდმივად გავქვს კავშირი საგამოძიებო უწყებასთან“, – განაცხადა გუგეშაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილსა და მის ვაჟზე შეიარაღებული თავდასხმა 7 თებერვალს მოხდა. დედა-შვილს საცხოვრებელ სახლში დაესხნენ თავს. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად, დოდო გუგეშაშვილი გულ-მკერდის არეში დაიჭრა, ხოლო მისი შვილი ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები