სოზარ სუბარი: თუ არ განვითარდება ენერგეტიკა, ვერ განვითარდება ქვეყანა

ეკონომიკურ ფორუმზე რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა ქვეყანაში ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების მნიშვნელობაზე, ტურიზმის განვითარებასა და განათლების პრიორიტეტზე ისაუბრა.
​მისი შეფასებით, საქართველოს სივრცითი მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია.
„ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ძალიან დიდ შესაძლებლობებს იძლევა თითოეული რეგიონის განვითარებისათვის”, – განაცხადა მან.
სოზარ სუბარმა თავის სიტყვაში ქვეყნისთვის ენერგეტიკის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რეგიონში ჰესების მშენებლობა ბევრ პოზიტიურ ცვლილებას გამოიწვევს.
“თუ არ განვითარდება ენერგეტიკა, ვერ განვითარდება ქვეყანა. რეგიონში, სადაც 3-4 მცირე ჰესი შენდება, იქ ჩნდება სიცოცხლე, იქ ჩნდება დასაქმება, იქ ჩნდება ფული ადგილობრივ ბიუჯეტში და ადგილობრივი ბიუჯეტები ხდებიან თვითკმარები და თვითმმართველობის განვითარება, ამის გარეშე შეუძლებელია”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მან სიტყვის ბოლოს განათლების პრიორიტეტზეც გაამახვილა ყურადღება.
„პროფესიული განათლება არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი, იმიტომ რომ ამის გარეშე განვითარება მართლაც ძალიან ძნელია და შეუძლებელიც კი”, – განაცხადა სუბარმა.
ცნობისათვის, 29-30 იანვარს თბილისში ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს” მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები