სოზარ სუბარი: საირმე-აბასთუმნის გზა ორივე კურორტს ორმაგად მიმზიდველს გახდის

რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას ტურიზმის განვითარებაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა კურორტ აბასთუმნის მნიშვნელობა ამ პროცესში.
მისი თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ძალიან დიდ შესაძლებლობებს იძლევა თითოეული რეგიონის განვითარებისათვის.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომლის გარეშეც განვითარება შეუძლებელი იქნება, ეს არის რეგიონების გადაბმა, რეგიონების დაკავშირება. იმერეთიდან აბასთუმანზე გადასასვლელი გზა საირმე-აბასთუმანი ორივე კურორტს ორმაგად მიმზიდველს გახდის. ცალ-ცალკე თითოეულიც მიმზიდველია, მაგრამ ორივე ერთად, ალბათ, ბევრად კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ცნობისთვის, 29-30 იანვარს თბილისში ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს” მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები