ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხაშურში, მამაკაცი დააკავეს (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული ლ.ღ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“სამართალდამცველებმა ბრალდებული ხაშური-ბორჯომი-ვალეს საავტომობილო გზაზე, სოფელ ქვიშხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შეაჩერეს. პოლიციამ, ლ.ღ.-ს პირადი ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“, ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები