განათლების სამინისტრო სახელობითი სტიპენდიების დაწესებას გეგმავს

საქართველოს განათლების სამინისტრო სახელობითი სტიპენდიების დაწესებას გეგმავს.
როგორც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ განაცხადა, კონკურსი შვიდ ძირითად სამეცნიერო მიმართულებაში გამოცხადდება და სტიპენდია ყოველთვიურად გაიცემა.
უფრო კონკრეტულად კი – თითოეულ სტიპენდიანტზე ყოველთვიურად, 1000 ლარის, წლიურად კი მთლიანობაში, 12 ათასი ლარის გაცემა იგეგმება.
გაბისონიას განმარტებით, წლის სამეცნიერო ჯილდოც დაწესდება.
“გარდა სტიპენდიებისა, გვინდა დავაწესოთ სამეცნიერო ჯილდოები, მაგრამ ეს ალბათ, ორ წელიწადში ერთხელ იქნება. გაზომვა მოხდება წარმატების კოეფიციენტით, კონკრეტული სამეცნიერო მიღწევებით”, – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები