საფრანგეთში, დიდთოვლობის გამო, 41 ათასი სახლი ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა
საფრანგეთში, დიდთოვლობის გამო, 41 ათასი სახლი ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ელექტრომომმარაგებელი კომპანია “Enedis” იტყობინება.
“საფრანგეთში ჩავლილი თოვლიანი ქარიშხლის გამო, სინათლის გარეშე 41 ათასი სახლი დარჩა.
ჩვენი თანამშრომლები ადგილზე არიან მობილიზებულნი, დაზიანება სრულად დღეს საღამოს აღდგება”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.