ქურდობა კასპში – ბრალდებულმა მოქალაქეს ტელეფონი მოჰპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა (ვიდეო)
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ი.ქ., ქურდობისა და ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების ბრალდებებით, კასპში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქალაქ კასპში მოქალაქეს კუთვნილი მობილური ტელეფონი მოჰპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, მოპარული ნივთი და ცივი იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 238-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილი მიმდინარეობს“,- ნათქვამია განცხადებაში.