“ბრექსითის” საკითხზე ბრიტანეთის პარლამენტმა ტერეზა მეი უკან, ბრიუსელში გააბრუნა
ბრიტანეთის პარლამენტმა ვერ მოძებნა გამოსავალი “ბრექსითის” პრობლების გადაწყვეტასთან დაკავშირებით და პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის უკან, ბრიუსელში გამგზავრება შესთავაზა, რათა ახალი მოლაპარაკებები ევროკავშირიდან ბრიტანეთის გამოსვლასთან დაკავშირებით აწარმოოს. თუმცა, ევროკავშირს მოლაპარაკებების განახლება არ სურს.