ლატვიაში, მალტასა და სლოვაკეთში ევროპარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს
ევროპარლამენტის არჩევნების მესამე დღეს ხმის მიცემა ლატვიაში, მალტასა და სლოვაკეთში გრძელდება, – ამის შესახებ “ევრონიუსი” იუწყება. ლატვიაში რვა დეპუტატს აირჩევენ, მალტაში კი – ექვსს.
ევროპარლამენტის არჩევნების პირველი დღე 24 მაისს დიდ ბრიტანეთსა და ნიდერლანდებში გაიმართა, 23 მაისს არჩევნები ჩატარდა ჩეხეთსა და ირლანდიაში. ევროპარლამენტის არჩევნები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხვალ დასრულდება. ხვალ ხმის მიცემა ევროკავშირის დანარჩენ 21 ქვეყანაში გაიმართება. ევროპელებმა, საერთო ჯამში, 751 დეპუტატი უნდა აირჩიონ, რომელთა უფლებამოსილება 2014-2019 წლებზე გავრცელდება.