დიდ დიღომში ავტომობილი ველოსიპედით მოსიარულეს შეეჯახა
დიდი დიღმის გადასახვევთან ველოსიპედით მიმავალი მოქალაქეს ავტომობილი დაეჯახა. 50 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “კვირას” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა.