შს სამინისტრომ გორში ქურდობის ფაქტი აღკვეთა – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ორი პირი – 2000 წელს დაბადებული გ.გ. და 2001 წელს დაბადებული გ.ჯ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გორში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში ფარულად შეაღწიეს და სხვადასხვა პროდუქტის მოპარვას ცდილობდნენ.
პოლიციამ ორივე პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავა.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები