დავით ჭიჭინაძე შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს
დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს.
ინფორმაცია “კვირას” უწყებაში დაუდასტურეს.
“საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც შესაძლოა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო. დეპუტატი დავით ჭიჭინაძე გამოკითხვაზეა დაბარებული”, – განუცხადეს “კვირას” უწყებაში.
ცნობისთვის, დავით ჭიჭინაძემ პარლამენტში განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი დეპუტატის წინააღმდეგ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა.