2020 წლიდან სკოლა ატესტატს აკადემიური მოსწრების საფუძველზე გასცემს
2020 წლიდან სკოლა ატესტატს აკადემიური მოსწრების საფუძველზე გასცემს. ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელზეც განათლების სისტემის ახალ მოდელზე ისაუბრეს.
როგორ დღეს გახდა ცნობილი, 2020 წელს როგორც მე-11, ისე მე-12 კლასელებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. მანამდე კი, კერძოდ, 2019 წელს მე-11 კლასის მოსწავლეებისთვისგამოსაშვები გამოცდები გაუქმდება.