მიხეილ ბატიაშვილი: საგამოცდო სისტემის შემუშავებისას გავითვალისწინეთ ყველა ის მოთხოვნა, რაც ამ წლებში არსებობდა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილესთან ირინა აბულაძესთან და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძესთან გამოცდების სისტემის ახალი მოდელი წარადგინა, რომელიც 2019-20 წლებში დაინერგება.
მინისტრის თქმით, სისტემა, რომელიც დაინერგება ექსპერტების ჩართულობით მომზადდა და ორიენტირებულია სკოლების გაძლიერებაზე. „საგამოცდო სისტემის შემუშავებისას გავითვალისწინეთ ყველა ის მოთხოვნა, რაც ამ წლებში არსებობდა. ყველა ის საკითხი, რომელსაც ექსპერტები აყენებდნენ წლების განმვლობაში მაქსიმალურად გათვალისწინებულია“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.