რუსეთის გენშტაბი: უკრაინის საზღვრებიდან ჯარის გაყვანას 20 დღე დასჭირდება

   რუსეთი თავისი ჯარების უკრაინის საზღვრებიდან გაყვანას 3 კვირის განმავლობაში გეგმავს. როგორც შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი აცხადებს, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, სამხედრო ტექნიკის და პირადი შემადგენლობის გამოყვანა მაქსიმუმ 20 დღის განმავლობაში მოხდება. მისივე თქმით, საზღვრისპირა რეგიონებში ჯარების განთავსება, რომელთა რიგებშიც, ნატოს შეფასებით, 40 ათასი ჯარისკაცი იმყოფებოდა, პოლიგონებზე მათი ყოველწლიური წვრთნების გამო მოხდა.
გენშტაბის უფროსი ასევე ამტკიცებს: ,,ამ ტერიტორიებზე რაიმე დესტაბილიზაციას ადგილი არ ჰქონია, ამას ნატოს და უკრაინის ინსპექციის ჯგუფიც დაადასტურებს“. ბრძანება, უკრაინის საზღვრისპირა ტერიტორიებიდან ჯარის დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების შესახებ, ვლადიმერ პუტინმა 19 მაისს გასცა. როგორც გერასიმოვმა აღნიშნა, ბრძანების შესრულება იმ დღესვე დაიწყო. რუსეთის გენშტაბის უფროსის განცხადების კომენტირებისას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მარი ხარფმა აღნიშნა, რომ ,,მართალია, რაღაც ძვრები შეიმჩნევა, თუმცა ძნელია იმის თქმა, რომ ჯარები სამუდამოდ გაჰყავთ საზღვრისპირა რეგიონებიდან. იქ ისევ რჩება მნიშვნელოვანი და ძალიან ომისუნარიანი სამხედრო ძალა და მათ საიერიშო პოზიციები უკავიათ“, – აცხადებს ხარფი.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=EkVb_JBAZcI” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები