ქაშუეთის ტაძარში ლევან ჩხაიძის პანაშვიდი მიმდინარეობს
ქაშუეთის ტაძარში ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, ლევან ჩხაიძის პანაშვიდი მიმდინარეობს. სამძიმარზე ლევან ჩხაიძის კოლეგები, პოლიტიკოსები და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა წევრები იმყოფებიან. ლევან ჩხაიძეს დღეს, 15:00 საათზე, ქაშუეთის ეკლესიიდან გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ლევან ჩხაიძე 21 იანვარს, 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად თრომბი სახელდება. ის ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, საიდანაც საქართველოში 25 იანვარს ჩამოასვენეს.