ნიკოლოზ გაგუა: უკვე გვაქვს მოლაპარაკებები აქტივების მმართველ დიდ კომპანიებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს ბაზარზე შემოსვლით

“ჩვენ უკვე გვაქვს მოლაპარაკებები აქტივების მმართველ დიდ კომპანიებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს ბაზარზე შემოსვლით”,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ საპენსიო რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ შეარჩია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საპენსიო მოდელი.

„საპენსიო აქტივების მართვა მოხდება აქტივების მართვაში საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტების მიერ და საპენსიო სააგენტოს ჩართულობა ინვესტირების პროცესში იქნება ნულოვანი. საფინანსო ბაზრის განვითარებასთან ერთად, გვაქვს მოლოდინი, რომ ინვესტირების პროცესში ჩაერთვებიან აქტივების მმართველი მსხვილი კომპანიები, რაც სრულად დააზღვევს ინვესტირებასთან დაკავშირებულ რისკებს და უზრუნველყოფს სისტემაში მონაწილე პირთა საპენსიო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებზე მაქსიმალური სარგებლის დარიცხვას“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემა დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას, ინვესტიციებს და დასაქმებას ქვეყანაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები