თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 61 წლის ქალი ემსხვერპლა

თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 61 წლის ქალი ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე, ლილოს ბაზრობასთან მოხდა. მათივე თქმით, ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა, რის შედეგადაც 61 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. რაც შეეხება მძღოლს, ის შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები